ტრენინგის ბოლო დღეს წარვადგინე ჩემი პორთფოლიო.ასევე ვნახე და მოვისმინე ჯგუფის დანარჩენი წევრების პორთფოლიოები.ავტვირთე კურსის რესურსები და სურათები-აუდიო მასალა.შევარჩიე ფოტო ბლოგის გარეკანისთვის.მე და ჩემმა ჯგუფის წევრებმა გავაკეთეთ მცირე მიმოხილვა თუ რა მნიშვნელობა ქონდა თითოეული ჩვენთაგანისთვის პროექტზე მუშაობის ცხრა დღეს.ვისაუბრეთ იმ გამოცდილებასა და ცოდნაზე,რაც ამ პროექტის ფარგლებში შევიძინეთ.
Saturday, October 15, 2016
Sunday, October 2, 2016
დღე 8
გადავხედეთ და შევამოწმეთ წინა დრის დავალებები და განვიხილეთ დეტალურად.შევავსეთ პროექტის გეგმა.ვისაუბრეთ ტექნოლოგიების ფასილიტაციაზე.განვსაზღვრეთ,როგორ ეხმარება მოსწავლეს ტექნოლოგიებით მოძიებული ინფორმაციები შემდგომი დავალებების შესასრულებად.ჩვენს მიერ მომზადებული მასალა ჩავდეთ საქაღალდეში და მივამაგრეთ ბლოგს.
Saturday, October 1, 2016
დღე 7
შევაფასეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.გავაკეთეთ შეფასების ცხრილი.ვიმსჯელეთ შეფასების კრიტერიუმებზე.წავიკითხეთ მოდული 5 მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ადაპტირება.შევედით შეფასების რუბრიკების ბიბლიოთეკაში.გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა.ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსებაზე.გავეცანით მოდული 6-ს.ვისაუბრეთ როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლის განსხვავებული საჭიროებები.განვიხილეთ ბლუმის/გარდნერის დავალებები.
Sunday, September 25, 2016
დღე 6
მოვირგეთ მოსწავლის როლი და პოვერ პოინტში გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია.მოსწავლის როლში ყოფნით გასაგები გახდა,რომ ისტის გამოყენება მნიშვნელოვანია,რადგან სამუშაოს უფრო საინტერესო და მარტივი შესასრულებელია.პოვერ პოინტი-როგორც ვიზუალური მასალა ხელს უწყობს პრეზენტაციის უკეთ წარმოჩენას.ვისწავლეთ როგორ ჩავტვირთოთ სურათები და ვიდეოები და გავაკეთეთ დიაგრამები.
Saturday, September 24, 2016
დღე 5
გავიგე,რომ ინტერნეტში მუშაობისას დავიცვა სამართლებრივი და ეთიკური ნორმები. ინტერნეტი გამოვიყენო კვლევებისთვის და თანამშრომლობისთვის.უკეთ გავიგე როგორ დაეხმარება მოსწავლეს ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად პროექტის მუშაობის ფარგლებში.
Tuesday, September 13, 2016
დღე 4
ვიმუშავეთ პროექტზე მუშაობის აქტიურ კითხვებზე,განვსაზღვრეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები,რაცმაც საშუალება მოგვცა უკეთ დაგვენახა პროექტზე მუშაობის გეგმები და ამოცანები.განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები,რაც დაგვეხმარება სწორი მიმართულებით შევაფასოთ პროექტზე მუშაობის თითოეული ნაბიჯი.
Monday, September 12, 2016
დღე 3
ვიმუშავე კონკრეტულ პროექტზე,პროექტის სტანდარტებზე,ბლუმს+ 21 საუკუნის უნარ ჩვევებზე,რამაც უფრო ნათლად დამანახა პროექტზე მუშაობის პრინციპები.პროექტის გეგმა ავტვირთე ბლოგზე,შევასრულეთ სხვადასხვა კომპიუტერული ოპერაციები,რითაც უფრო მეტი გამოცდილება შევიძინე კომპიუტერთან მუშაობის.
Friday, September 9, 2016
დღე-2
გავეცანი თემას პროეტებით სწავლება.დავინახე რამდენად მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება მოსწავლეებში სხვადასხვა უნარების გასავითარებლად.ჩემთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა როგორ ვიმუშაოთ პროექტზე ახალი მიდგომებით და მეთოდებით. უფრო მეტად გავაცნობიერე რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა შესაფასებლად.მოვისმინე ტრენინგში მონაწილე კოლეგებისა და ტრენერისაგან პროექტებით მუშაობის მაგალითები.
Subscribe to:
Posts (Atom)