Sunday, September 25, 2016

დღე 6

მოვირგეთ მოსწავლის როლი და პოვერ პოინტში გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია.მოსწავლის როლში ყოფნით გასაგები გახდა,რომ ისტის გამოყენება მნიშვნელოვანია,რადგან სამუშაოს უფრო საინტერესო და მარტივი შესასრულებელია.პოვერ პოინტი-როგორც ვიზუალური მასალა ხელს უწყობს პრეზენტაციის უკეთ წარმოჩენას.ვისწავლეთ როგორ ჩავტვირთოთ სურათები და ვიდეოები და გავაკეთეთ დიაგრამები.

Saturday, September 24, 2016

დღე 5

გავიგე,რომ ინტერნეტში მუშაობისას დავიცვა სამართლებრივი და ეთიკური ნორმები. ინტერნეტი გამოვიყენო კვლევებისთვის და თანამშრომლობისთვის.უკეთ გავიგე როგორ დაეხმარება მოსწავლეს ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად პროექტის მუშაობის ფარგლებში.

Tuesday, September 13, 2016

დღე 4

ვიმუშავეთ პროექტზე მუშაობის აქტიურ კითხვებზე,განვსაზღვრეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები,რაცმაც საშუალება მოგვცა უკეთ დაგვენახა პროექტზე მუშაობის გეგმები და ამოცანები.განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები,რაც დაგვეხმარება სწორი მიმართულებით შევაფასოთ პროექტზე მუშაობის თითოეული ნაბიჯი.

Monday, September 12, 2016

დღე 3

ვიმუშავე კონკრეტულ პროექტზე,პროექტის სტანდარტებზე,ბლუმს+ 21 საუკუნის უნარ ჩვევებზე,რამაც უფრო ნათლად დამანახა პროექტზე მუშაობის პრინციპები.პროექტის გეგმა ავტვირთე ბლოგზე,შევასრულეთ სხვადასხვა კომპიუტერული ოპერაციები,რითაც უფრო მეტი გამოცდილება შევიძინე კომპიუტერთან მუშაობის.

Friday, September 9, 2016

დღე-2

გავეცანი თემას პროეტებით სწავლება.დავინახე რამდენად მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება მოსწავლეებში სხვადასხვა უნარების გასავითარებლად.ჩემთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა როგორ ვიმუშაოთ პროექტზე ახალი მიდგომებით და მეთოდებით. უფრო მეტად გავაცნობიერე რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა შესაფასებლად.მოვისმინე  ტრენინგში მონაწილე კოლეგებისა და ტრენერისაგან  პროექტებით მუშაობის  მაგალითები.