Saturday, October 15, 2016

დღე 9

ტრენინგის ბოლო დღეს წარვადგინე ჩემი პორთფოლიო.ასევე ვნახე და მოვისმინე  ჯგუფის დანარჩენი წევრების პორთფოლიოები.ავტვირთე კურსის რესურსები და სურათები-აუდიო მასალა.შევარჩიე ფოტო ბლოგის გარეკანისთვის.მე და ჩემმა ჯგუფის წევრებმა გავაკეთეთ მცირე მიმოხილვა  თუ რა მნიშვნელობა ქონდა თითოეული ჩვენთაგანისთვის პროექტზე მუშაობის  ცხრა დღეს.ვისაუბრეთ იმ გამოცდილებასა და ცოდნაზე,რაც ამ პროექტის ფარგლებში შევიძინეთ.

Sunday, October 2, 2016

დღე 8

გადავხედეთ და შევამოწმეთ წინა დრის დავალებები და განვიხილეთ დეტალურად.შევავსეთ პროექტის გეგმა.ვისაუბრეთ ტექნოლოგიების  ფასილიტაციაზე.განვსაზღვრეთ,როგორ ეხმარება მოსწავლეს ტექნოლოგიებით მოძიებული ინფორმაციები შემდგომი დავალებების შესასრულებად.ჩვენს მიერ მომზადებული მასალა ჩავდეთ საქაღალდეში და მივამაგრეთ ბლოგს.

Saturday, October 1, 2016

დღე 7

შევაფასეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.გავაკეთეთ შეფასების ცხრილი.ვიმსჯელეთ შეფასების კრიტერიუმებზე.წავიკითხეთ მოდული 5 მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ადაპტირება.შევედით შეფასების რუბრიკების ბიბლიოთეკაში.გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა.ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსებაზე.გავეცანით მოდული 6-ს.ვისაუბრეთ როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლის განსხვავებული საჭიროებები.განვიხილეთ ბლუმის/გარდნერის დავალებები.